გადაცემის „ჩვენი ოჯახი“ სტუმარი იურისტი და ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი იყო. გადაცემაში მან ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართ არსებულ სტიგმებზე ისაუბრა და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ შეეშინდებათ პროფესიონალური დახმარების მიღების.
ქეთევან ჯანდიერის თქმით, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, თითქოს ფსიქიატრთან ვიზიტი მხოლოდ „სიგიჟეს“ უკავშირდება, მცდარია.
მან ხაზი გაუსვა მედიკამენტური ჩარევის მნიშვნელობას კონკრეტულ სიტუაციებში:
„წითელ ხაზს არ გადავცდები, მაგრამ შემხვედრია ფსიქოთერაპევტი, რომელსაც მეუღლე სცემს და არის ოჯახის ფსიქოლოგი.
შენ თუ ავად ხარ, სხვას ვერ განკურნავ. როგორც მამაოებს ეძებენ და ვერ პოულობენ, ჯობს ასე ეძებონ ფსიქოლოგებიც და მიაგნონ იმ კონკრეტულს.
ხალხო, ფსიქიატრთან სიარული სირცხვილი არ არის!
არის სიტუაციები, სადაც ფსიქიატრის არსებობა აუცილებელია და და ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ზღვარს გადასული სიგიჟე. ფსიქიატრი არ უდრის გიჟობას, პირიქით. სადღაც საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა“, - ამბობს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ: