კვირის პროგნოზი 20 -26 აპრილი 💫
კვირა იწყება მზის გადასვლით კუროს ნიშანში, რაც ხალხში მეტ სტაბილურობას, სიდინჯეს, პრაქტიკულობას წამოწევს. ამ პერიოდში ყველაფერი უფრო ნელა და სტაბილურად ვითარდება. ყურადღება გადავა უფრო ფინასურ საკითხებზე, ასევე უფრო ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ხელს უწყობს ღრმა და სტაბილურ კავშირებს, მაგრამ მიჯაჭვულიბის და სიჯიუტის თემებს წამოწევს.
ამ პერიოდში ტემპი ნელდება, მაგრამ შედეგი მყარდება, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ვერძში მოძრავი პლანეტები, მერკური, სატურნის და მარსის შეერთება. რაც კონცენტრაცია ისევ ვერძის ნიშანშია. პირიქით — მზე კუროში ამ ყველაფერს ამყარებს და რეალურ შედეგებში გადაჰყავს. ეს არის პერიოდი, როცა გვიწევს ბრძოლა რეალობასთან, გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ სწრაფად, მაგრამ პასუხისმგებლობით. ვერძში დაწყებული დაძაბულობა რეალურ შედეგებს იძლევა, რაც კონფლიქტურია, ან დალაგდება, ან გამყარდება. ხოლო კარგი რაც დაიწყო, ახლა უნდა დააფიქსიროთ.
🔥მეტ შესაძლებლობებს მისცემს ვერძში მოძრავი პლანეტები ცეცხლის ნიშნებს: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
მოგცემთ ენერგიას, გამოვალინოთ თავი საუკეთესოდ, ლიდერობა და მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. აუცილებელია გააკონტროლოთ სიჩქარე, რომ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გადაღლა.
ხოლო მზის გადასვლა კუროს ნიშანში, შესაძლებლობებს მისცემს: კურო, ქალწული, თხის რქას. შეუძლიათ ამ პერიოდში ენერგიის რეალურ შედეგებში გადაყვანა, ასევე ფინანსური და სტაბილური წინსვლა. ყველაზე მეტად მოიგებს ის ნიშანი, ვინც იმპულსს გააკონტროლებს, პასუხისმგებლობას აიღებს და მოთმინებას შეინარჩუნებს.
💫 ხოლო 24 აპრილს ვენერა გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. ვენერას გადასვლა ტყუპებში მთლიანად ცვლის ურთიერთობების სტილს, ფინასების საკითხებს. ტყუპებში ის ხდება მსუბუქი, ცნობისმოყვარე და მრავალფეროვანი.
მოიმატებს ფლირტი, ახალი ნაცნობობები აქტიური კომუნიკაცია იქნება გააქტიურებული. ფინასები შეიძლება მოვიდეს კომუნიკაციით, სწავლით, ონლაინ საქმიანობით, მაგრამ ამავე დროს ფულის ხარჯვასთან იყავით ფრთხილად. სასურველია ნუ მიიღებთ ამ პერიოდში სწრაფ გადაწყვეტილებებს, არც ურთიერთობას და არც ფინანსებს, ზედაპირულობა არ დაეხმარება.
👌კარგია ეს პერიოდი: ტყუპები, სასწორი, მერწყულებისთვის, ურთიერთობების მარტივად დაწყება, ახალი კავშირები, ფლირტი, კომუნიკაციები იქნება აქტიური.
ასევე ცეცხლის ნიშნებისთვის: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
ენერგია იქნება უფრო მსუბუქი, ურთიერთობებში, მეტი სიმსუბუქე, ახალი ნაცნობობები და თავგადასავლები თვალში საცემი იქნება. სიყვარული მარტივდება..
💫ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი, 26 აპრილს 7 წლით ურანი გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. ეს ერთ-ერთი ყველაზე გონებრივი რევოლუციის პერიოდი ხდება.
ტყუპები მართავს: კომუნიკაციას, ინფორმაციას, სწავლას, ტექნოლოგიას, გადაადგილებას და როცა ურანი აქ შედის, ყველაფერი ეს სფეროები იწყებს სწრაფ, მოულოდნელ და ხშირად შოკურ ცვლილებებს.
ძველი აზროვნების ჩარჩოები ინგრევა
პლიუსი: სწრაფი განვითარება ახალი შესაძლებლობები გონებრივი გაფართოება
მინუსი: ქაოსი ინფორმაციაში ზედაპირულობა ფსიქიკური გადაღლა
ვის შეეხება ყველაზე ძლიერად?
ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები (განსაკუთრებით თუ პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტები გაქვთ ამ ნიშნებში).
ასევე დაგაინტერესებთ: