
დევნილები პარლამენტს 45-ლარიანი შემწეობის გაზრდაზე მიმართავენ. მათ შექმნეს პეტიცია, სადაც მოითხოვენ, რომ 2024 წლის ბიუჯეტში 45-ლარიანი შემწეობა გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს.
„დევნილები წარმოადგენენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს, რომელთა 45-ლარიანი შემწეობა წლებია, არ გაზრდილა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკიდურესად მოიმატა ფასებმა ყველაფერზე. შესაბამისად, აღნიშნული შემწეობა ვერანაირად ვერ პასუხობს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებს.
გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, გამომდინარე უამრავი გამოკითხვიდან, რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45-ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს.
ასევე, გთხოვთ მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფასო ზღვარი და საზღვრის კვეთა). ჩვენი ღრმა რწმენით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დევნილთა თემის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და არა მის დასუსტებაზე“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით 20 წლის ბექა, რომელმაც 6 წლის ასაკში ფეხი დაკარგა - „თუ მოინდომებ, ყველაფერს გააკეთებ“