ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ ცხოვრებისეულ სტატუსს გვიზიარებს:
„შენ არ იცი, არ გახსოვს, ან შეგნებულად დაივიწყე, რამდენ ადამიანს ატკინე გული, დაამცირე, უღალატე და მოექეცი უსამართლოდ.
შენი სიავე უნებლიე იყო, შემთხვევითი, მიზან მიმართული თუ ავად ზრახული, არ აქვს მნიშვნელობა.
არ გაგიკვირდეს, არც თავი გაიმართლო და არც მსხვერპლის როლი მოირგო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად შხამავს შენს ცხოვრებას.
შენი გაკეთებული სიკეთე და მერე წამოძახებული, არც ადამიანის სიყვარულში წერია და არც ღმერთის რწმენაში.
განთავისუფლდი. შეწყვიტე ავი ფიქრები, ავი ზრახვები, ტანჯვა გოდება და შფოთი, მიენდე უფალს და იყავი პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ სინდისთან.
გულს ნუ იჩვილებ, თავს ნუ იმართლებ, აღიარე შენი შეცდომები საკუთარ თავთან.
ასე გადაირჩინა თავი ბევრმა ადამიანმა უბედურებისაგან.
დაუძლეველი მხოლოდ სიკვდილია. სიყვარული არ იყიდება, თუ იყიდება, ისიც ცოტა ხნით. სული ისეთი მწარეა, არავის არ აინტერესებს შენი მდგომარეობა. არც შენ გაინტერესებს სხვების ბედი. მოჩვენებითია ყველაფერი.
დალიე წყალი და იყავი ბედნიერი.
კარგად იქნები“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნუ ებრძვი იმას, რაც რეალურად გარდაუვალია“ - რას წერს გია მურღულია