
„დუეტი ლეონი“ მუსიკალური პროექტია, სადაც საავტორო სიმღერებს ლევან წოწონავა და მისი მეუღლე ნინი კენჭიაშვილი ასრულებენ. ისინი უკვე 13 წელია ცოლ-ქმარი არიან და წლებია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
წყვილი ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში, ამჯერად ნინი კენჭიაშვილი მეუღლესთან ერთად სცენაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„სამყაროს მადლობა მინდა გადავუხადო, რომ შენი თავი გამომიგზავნა საჩუქრად. შენთან ერთად ყოველი წამი ბედნიერებაა და ყოველი დილა ახალი დასაწყისი.
ლევან წვერავა, შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ. მადლობა, რომ არსებობ და მადლობა სამყაროს, რომ შეგვახვედრა ერთმანეთს.
მიყვარხარ“, - წერს ნინი კენჭიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხმაურიანი ვიდეოს შემდეგ გელა ბარკალაიას სარძლო გამომწერებს პასუხობს - რას წერს სალომე სალაყაია?