პატარა მომღერალი ნიკოლოზ ხარატი, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ გაიცნო, იუბილარია.
იგი 15 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
პატარა მომღერალს ჯანმრთელობა, წარმატება და ბედნიერება უსურვეს:
„დღეს მართლაც დიდი კაცის და ჩემთვის ყველაზე სანდო ძმაკაცის ნიკოს დაბადების დღეა. ნიკო, ჩემო ძმაო გილოცავ შენს დღეს, ღმერთმა ჯანმრთელი და გახარებული მაგყოფოს შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. მაგრად მიყვარხარ ძმაო და მეიმედები. ჩვენს ნიკოლოზს გაუმარჯოს“, - წერს გიორგი შაშვიაშვილი.
„შენ გაგიმარჯოს ჩემო გადარეულო ბიჭო. უკიდეგანოდ რომ მიყვარხარ იცი ეს შენ, ძალიან, ძალიან ბედნიერი, წარმატებული და უფლისაგან დალოცვილი უნდა იყო, გვიყვარხარ“, - წერს თამთა ხოსიტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემო მონატრებულო მეგობარო, ძალიან სევდიანია ეს დღე“ - ლევან ჩხაიძე (ჯაკო) 40 წლის გახდებოდა
⭕ტრაგედია რამაზ ნოზაძის ოჯახში - ვეტერან სპორტსმენს მამა გარდაეცვალა
⭕„წელს მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს...“ - გიორგი სუხიტაშვილი 40 წლის გახდა