Digest Logo

„შენ გგონია, რომ ღმერთთან კავშირს ამყარებ და სინამდვილეში პირიქითაა…“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1782972480
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ასეთი რამ რომ გააკეთო?!
სანამ დაიწყებ ლოცვას,
ცოტა ხანი წიგნი გვერდზე გადადე,
და იცი რა, რომ ლოცვა არის ცოცხალ ღმერთთან,
პიროვნულ ღმერთთან,
გონიერ ღმერთთან,
ჩემი, როგორც ცოცხალი და გონიერი არსების,
აზრიანი,
გონივრული,
გააზრებული დიალოგის მცდელობა,
ეგებ, ჩემი გულიდან რამე ისეთი ვუთხრა, რაც მე მაწუხებს?!
რაც მე მაფიქრებს,
რაც მე მჭირდება,
რაზედაც ვწუხვარ...
დაელაპარაკე რა ღმერთს...
გქონდეს არა იმის მცდელობა, რომ ეს ტექსტი ბოლომდე წაიკითხო,
არამედ იმის მცდელობა – რომ ყოველი სიტყვა გაიაზრო.
იცით რას ამბობს სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი?! – უფლის წინაშე გაუაზრებლად წარმოთქმული სიტყვები, ძალიან აბრაზებსო უფალს,
ანუ პირიქით ხდება:
შენ გგონია, რომ ღმერთთან კავშირს ამყარებ და სინამდვილეში პირიქითაა…
იმიტომ, რომ რაღაცას ისეთს ეუბნები,
რომელზედაც წარმოდგენა შენ თვითონ არ გაქვს...
და სხვათა შორის, „მამაო ჩვენო“-ში, ამ მხრივ, ძალიან საშიში სიტყვებია,
იქ არის ასეთი რამე: „მომიტევე თანანადებნი“,
თანანადებნი არის ვალი(ადამიანი დავალებული რჩება, როცა მოყვასს აწყენინებს, ან ღმერთს,
არასწორად რომ აკეთებს რაღაცას რომელიმეს წინაშე),
ეს აღნიშნავს ცოდვას,
და ეუბნები, რომ ისე მაპატიე მე ცოდვები, ისე, როგორც მე ვაპატიებ სხვას,
და თუ გაიაზრებ, რომ შენს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაცას არ აპატიებ – შენი თავისათვის განაჩენი გამოგაქვს...
ანუ,
მე იმის თქმა მინდა, რომ შენ უნდა ისწავლო ღმერთთან გულწრფელი საუბარი,
შენი გულიდან ამომავალი სიტყვებით,
ასევე – უნდა ისწავლო ლოცვითი ტექსტების გათავისება და შენთვის გაცოცხლება,
და მერე – უნდა ეცადო, რასაც ეუბნები ღმერთს, ისე იცხოვრო“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕რა არის სასიკეთო და რისგან სჯობს თავის შეკავება? - 2 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო