
მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძეს საზოგადოება კარგად იცნობს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“
იგი სოციალურ ქსელში აქტიურობს და ხშირად აქვეყნებს კადრებს. ამჯერად სალომე შარვაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
„ჩემო სიცოცხლე!!! გილოცავ დე შენს დღეს!
შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე, სიმდიდრე, სიხარული და იმედი. ყოველ დღე მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ შენ არსებობ ჩემს ცხოვრებაში. გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს და დიდ წარმატებებს. ყოველთვის შენს გვერდით ვარ და მუდამ მეყვარები ისე, როგორც დღეს — უსაზღვროდ! “, - წერს სალომე შარვაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: