Digest Logo

🎥 „შენ ხარ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი“ - ნინი კენჭიაშვილი მეუღლეს იუბილეს ულოცავს

1775638308
დუეტი ლეონი

ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მათი გამოჩენა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს საზოგადოებაში.

ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთმანეთის შესახებ პოსტებს თუ ოჯახურ კადრებს.

ლევან წვერავა იუბილარია. დაბადების დღე მას ცოლმა, ნინი კენჭიაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა და მას ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიყვარული და წარმატება უსურვა:

„დღეს ჩემი საკუთარი ადამიანის დაბადების დღეა.

ის, ვინც მაბედნიერებს ყოველდღე. გილოცავ  ამ მნიშვნელოვან დღეს ჩემო სიყვარულო, შენს დაბადების დღეს.

შენ ხარ ჩემთვის უდიდესი სითბო, სიყვარული და სიხარული, რომელსაც ირგვლივ ყველა გრძნობს, ვინც ჩვენ კარგად გვიცნობს. შენ ხარ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი.

შენთვის მინდა ყველაზე დიდი ბედნიერება, სიყვარული და ჯანმრთელობა!

კიდევ უფრო დიდი წარმატება გველოდება წინ გისურვებ, რომ ყველა შენი ოცნება რეალობად იქცეს, რადგანაც შენ ამას იმსახურებ. გილოცავ დაბადების დღეს! უსაზღვროდ მიყვარხარ“, - წერს ნინი კენჭიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების ჩამონათვალი, სისხლში შაქრის სტაბილური დონისთვის

„განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისთვის... შეიძლება ფიცის დადება ერთგულებაზე“ - 8 აპრილის ასტროპროგნოზი

„ამზადებდნენ ხუთშაბათის მარილს, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, სახლში ბარაქას და იღბალს იზიდავს...“ - რას წერს ფენშუის სპეციალისტი