
მომღერალი სალომე ბაკურაძე ის ადამიანია, რომელიც ყველგან და ყოველთვის, დადებით ენერგეტიკას, სითბოსა და სიხალისეს ასხივებს. სალომეს არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, ქმარი – ლაშა ბასლანძე და უსაყვარლესი შვილი – სანი, რომლებიც როგორც თავად ამბობს, ანებივრებენ და თავს ნამდვილ დედოფლად აგრძობინებენ.
დღეს, 9 ივლისს მომღერალს დაბადების დღე აქვს. იგი 41 წლის გახდა და მეუღლემ ემოციური სიტყვებით მიულოცა:
„შენს დღეს გილოცავ ცაფანა.
ბედნიერი, ჯანმრთელი და მუდამ გაბრწყინებული მინდა გნახო სულ.
შენ ხარ ციმციმისთვის დაბადებული და ასე უნდა იყო მუდამ.
გვიყვარხარ და გილოცავთ ოქროს დაბადების დღეს“, - წერს ლაშა ბასლანძე.
ასევე დაგაინტერესებთ: