27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
ლაშა ბასლანძე დღეს, 4 ნოემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურად ემშვიდობება და ფოტოს აქვეყნებს მომღერალი სალომე ბაკურაძე:
„შენ ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგსვი ლაშიკო“, - წერს სალომე ბაკურაძე.
ბიზნესმენი 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.
მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„გული მეგლიჯება რომ მახსენდებით...“ - სალომე ბაკურაძე მეუღლეს ემშვიდობება
⭕ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება დაწინაურება ნოემბერში
⭕„უმაგრესი ადამიანი...“ - რა კადრებს აქვეყნებს მერაბ დვალიშვილი