Digest Logo

„შენი განსაცდელი, შენი ტკივილი და შენი ბრძოლა...ეს არის შენი ინდივიდუალური გამოცდა“ - რას წერს ეზოტერიკოსი

1785823222
Abagael Bug

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Abagael Bug-ი ახალ ცხოვრებისეულ პოსტს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ყველას გვგონია, რომ სხვისი ჯვარი უფრო მსუბუქია. ვუყურებთ სხვების მოჩვენებით, ფერად ცხოვრებას და ვფიქრობთ: „რატომ არგუნა ბედმა მას ასეთი სიმშვიდე, მე კი ამდენი განსაცდელი მაქვს?“. რა დიდი შეცდომაა ეს! სამყარო არავის აძლევს იმაზე მძიმე ტვირთს, რისი ზიდვაც მას არ შეუძლია.

შენი განსაცდელი, შენი ტკივილი და შენი ბრძოლა — ეს არის შენი ინდივიდუალური გამოცდა. სწორედ ამ ქარიშხლებში იჭედება შენი ხასიათი და იზრდება შენი სული. ნუ ეძებთ იაფფასიან, იოლ გზებს.

ატარეთ თქვენი ჯვარი ღირსეულად, წუწუნისა და სხვების დადანაშაულების გარეშე. გახსოვდეთ, ყველაზე ლამაზი ალმასი მხოლოდ უზარმაზარი ზეწოლისა და სიცხის შედეგად იბადება. თქვენი გაჭირვება თქვენივე სულის ბრწყინვალების დასაწყისია“, - წერს Abagael Bug.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 აგვისტო - „ახალი რომანტიკული ნაცნობობის შანსიც გაქვთ“

⭕ „მღალატობდნენ და არ ვიცოდი...მატყუებდა, მაჯერებდა რომ არავინ არაა და ერთადერთი სიყვარული ვარ“ - ქეთევან ჯანდიერმა 4 წლიანი ურთიერთობა დაასრულა

⭕ „დამიჯერეთ...თქვენთვის ვამბობ“ - რას წერს გია ჯაჯანიძე