ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს, სადაც შვილების ქცევასა და მშობლების აღზრდას შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე საუბრობს.
მისი თქმით, ყოველი საქციელით თუ სხვებისადმი დამოკიდებულებით, ადამიანი საკუთარ ოჯახს წარმოაჩენს:
„შენი მშობლები შენს ქცევაში ჩანან.
ყოველი სიტყვა, ყოველი საქციელი და ის, თუ როგორ ექცევი სხვებს, აჩვენებს, როგორი აღზრდა მიიღე.
ამიტომ ისე მოიქეცი, რომ შენი ქცევით შენი მშობლები ლამაზად და ღირსეულად ჩანდნენ.
გაახარე ისინი — არა მხოლოდ შენი მიღწევებით, არამედ იმ ადამიანით, ვინც გახდი.
და გახსოვდეს — საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც საკუთარი თავისა და ოჯახის სიყვარულის გამოხატულებაა.
იზრუნე საკუთარ სხეულზე, იკვებე სწორად, იმოძრავე და ყოველი დღე ჯანმრთელი ჩვევით დაიწყე.
დილა მშვიდობისა!
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს და ბედნიერ დღეს“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთა წარმომადგენლები ოქტომბერს პოზიტიურ ნოტაზე დაიწყებენ
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით