Digest Logo

„შენი შინაგანი სამყარო გულწრფელად გიდასტურებს, რომ ღმერთთან ურთიერთობის აზრზე არ ხარ...“ - თეოდორე გიგნაძე

1765696809
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„მე რომ დავფიქრდე,
ახლა შუაღამეა,
და ხვალ დილით, ან შუადღისას — მე უნდა გარდავიცვალო,
ნამდვილად უნდა გარდავიცვალო,
ვიცი,
თუ ეს განცდა გამოცხადებით მოვა და არა ფიქრით(ფიქრის დონეზე ჩვენი გული ამ აზრს ირეკლავს) — ასეთ დროს აღმოაჩენ, როგორ შეეხები ჯოჯოხეთს,
მაშინ უკვე, შენი შინაგანი სამყარო გულწრფელად გიდასტურებს, რომ ღმერთთან ურთიერთობის აზრზე არ ხარ,
და სერიოზული პრობლემის წინაშე დგები,
ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს,
და ეს ხსოვნა დაგვეხმარება იმაში, რომ ცოდვას გავემიჯნოთ,
და ქრისტეს ძიების მდგომარეობაში მოვიყვანოთ ჩვენი შინაგანი სამყარო,
ჩვენი გული, რომ სულ ქრისტეს ეძებდეს,
სულ“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ადამიანი ცხოვრების მთავარ გამოცდებს სწორედ ემოციურ და ფსიქოლოგიურ დონეზე გადის...“ - სატურნი წყლის სტიქიებში

⭕კულტურის სამინისტრო - „საქართველომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წარმატებით უმასპინძლა“

⭕ცნობილია, სენაკში ავარიის დროს დაღუპული 22 წლის ბიჭის ვინაობა