Digest Logo

შენი წარსული არ არის შენი განაჩენი: როგორ ვქმნით რეალობას ჩვენივე ფილტრებით - ცნობიერების განვითარების მენტორის მიმართვა

1791534162
თამარ წიკლაური

ბევრი ადამიანი საკუთარ წარუმატებლობასა თუ უბედურებას წარსულს აბრალებს და თავს მსხვერპლად მიიჩნევს. თუმცა, სიმართლე, რომლის აღიარებაც ხშირად არ გვიყვარს, ასეთია: არც ერთი გამოცდილება, თავისი პირვანდელი ფორმით, არ არის ჩვენი წარმატების ან წარუმატებლობის ობიექტური მიზეზი.

ჩვენ არ ვიტანჯებით წარსულში გადამხდარი ამბების გამო; სინამდვილეში, იმ ტრავმებისგან, რომლებსაც განვიცდით, თავად ვქმნით ჩვენსავე სამომავლო მიზნებსა და სცენარებს. ცხოვრება განისაზღვრება არა იმით, თუ რა შეგვემთხვა, არამედ იმით, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მოვლენებს მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვობაში განცდილ ტრაგედიას, მიტოვებას ან ტკივილს პიროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა არ აქვს. პირიქით, ისინი ფსიქიკას უდიდეს დაღს ასვამენ. თუმცა, ადამიანის მთავარი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფალი ნების ხარჯზე, ამ მოვლენებს საკუთარი ცხოვრების სამუდამოდ განსაზღვრის უფლება არ მისცეს.

აღქმის ფილტრი და თანდაყოლილი პარამეტრები თუ ფსიქოლოგიასა და ეზოტერიკას (იქნება ეს ბედის მატრიცა, ნატალური რუკა თუ ადამიანის ენერგეტიკული პოტენციალი) გავაერთიანებთ, დავინახავთ ერთ უმნიშვნელოვანეს კანონზომიერებას: ბავშვი დაბადებისთანავე არ არის „სუფთა დაფა“.

ჩვენ მოვდივართ გარკვეული თანდაყოლილი პარამეტრებით, შინაგანი კოდებით. სწორედ ეს პარამეტრები ქმნიან იმ ფსიქოლოგიურ „ფილტრს“, რომლის გავლითაც შემდგომში აღვიქვამთ სამყაროს.

განვიხილოთ უმარტივესი მაგალითი: დედამ ორი ბავშვი სახლში მარტო დატოვა და საქმეებზე წავიდა.

ობიექტური რეალობა ერთია - ბავშვები მარტო არიან, მაგრამ სუბიექტური აღქმა, მათი შინაგანი ფილტრებიდან გამომდინარე, რადიკალურად განსხვავდება: პირველი ბავშვისთვის ეს სიტუაცია დიდი ბედნიერებაა. მან მიიღო თავისუფლება, პიროვნული სივრცე და აკეთებს იმას, რაც სურს. მეორე ბავშვისთვის ზუსტად იგივე მოვლენა სასტიკი ტრაგედია და მიტოვებულობის მძიმე განცდაა. მეორე ბავშვმა ეს ტკივილი შესაძლოა სრულად განდევნოს ცნობიერებიდან (მას საერთოდ არ ახსოვდეს ეს ეპიზოდი), მაგრამ ის ილექება მის არაცნობიერში.

ყალიბდება ტრავმა და მყარი ნეირონული კავშირი: „მე მარტო დამტოვეს, ესე იგი სამყარო საშიშია“.

❗️როგორ მართავს არაცნობიერი ჩვენს ცხოვრებას? გადის წლები და ეს ადამიანი იწყებს პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების შენებას. მაგრამ, როგორც კი პარტნიორი ოდნავ დისტანცირდება, ან ბიზნეს-გარიგებაში რაღაც ყოვნდება, მასში იღვიძებს ბავშვობისდროინდელი განგაში. მას ავტომატურად ჰგონია, რომ მიატოვეს, უღალატეს, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი. ეს რეაქცია სრულიად არაადეკვატურია აწმყოსთვის, მაგრამ სრულად შეესაბამება მის არაცნობიერ „პატერნს“.

როგორც გენიალური კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა: „სანამ არაცნობიერს ცნობიერად არ აქცევთ, ის მართავს თქვენს ცხოვრებას და თქვენ მას ბედისწერას დაარქმევთ“. ის, რასაც ხშირად ცუდ იღბალს ვაბრალებთ, სინამდვილეში ჩვენივე აზროვნების შეზღუდული ჩარჩოებია. შიში, მცდარი რწმენები და სტოიკური სიბრძნე ამ ფილტრების გავლით ყალიბდება რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც პირდაპირ განაპირობებენ ჩვენს არჩევანს.

❓როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი რწმენაა სწორი და რომელი - მცდარი? კრიტერიუმი მარტივია: თუ რაიმე გაფერხებთ, გართმევთ სასიცოცხლო ენერგიას და არ გაძლევთ ცხოვრების მაღალი ხარისხის შექმნის საშუალებას, ის მცდარია. ავიღოთ შიში. შიში თავისთავად ბუნებრივი ინსტინქტია - ის გვიცავს და გვაიძულებს გავაანალიზოთ რისკები, მაგრამ როცა შიში პარალიზებას გიკეთებს და გაიძულებს უარი თქვა განვითარებაზე მაშინ, როცა რეალური საფრთხე არ არსებობს, ეს უკვე ტრავმული ილუზიაა.

ანტიკური ეპოქის სტოიკოსი ფილოსოფოსი, ეპიქტეტე ზუსტად ამას უსვამდა ხაზს: „ადამიანებს ტანჯავთ არა თავად მოვლენები, არამედ მათი შეხედულებები ამ მოვლენებზე“. მთავარი პრობლემა თავად შიშში კი არა, იმ არასწორ შეხედულებაშია, რომელსაც ჩვენ რეალობად ვაღიარებთ.

შენი არჩევანი: აქ და ახლა როდესაც აცნობიერებ, რომ შენი შიში უსაფუძვლოა და მხოლოდ ძველი ტრავმის გამოძახილია, სწორედ აქ დგება ყველაზე მთავარი მომენტი - შენი არჩევანი. დანებდები არაცნობიერ მექანიზმს, თუ შიშის მიუხედავად, მიიღებ გადაწყვეტილებას და იმოქმედებ? ყოველ ჯერზე, როცა შიშის მიუხედავად დგამ ნაბიჯს, შენ ამსხვრევ ძველ „პატერნს“.

ფსიქიკაში ყალიბდება ახალი რეალობა: „ეს გზა თურმე საშიში არ ყოფილა“. შენ საკუთარი ხელით ცვლი შენივე ბედის მატრიცას და ხდები ცხოვრების შემოქმედი. შენი ცხოვრება არ არის სხვისგან ბოძებული საჩუქარი, რომელსაც პასიურად უნდა შეეგუო. ის, თუ რა თავგადასავალს გაივლი, მხოლოდ და მხოლოდ შენს არჩევანზეა დამოკიდებული.

ნუ მისცემ წარსულს უფლებას, დაგიწეროს მომავლის სცენარი. აღმოაჩინე ის არასწორი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც გამუხრუჭებს. აიღე პასუხისმგებლობა და აქ და ახლა, თავად განსაზღვრე შენი ბედი. 

თუმცა, საკუთარი არაცნობიერი ფილტრებისა და თანდაყოლილი პარამეტრების დამოუკიდებლად დანახვა ყველაზე რთულია, რადგან საკუთარ თავს ობიექტურად, გარედან ვერ ვუყურებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მეცნიერები თანხმდებიან, რომ ქალებიც და კაცებიც ბრაზს დაახლოებით ერთნაირი სიხშირით განიცდიან“ - ფსიქოთერაპევტი

🎥 „ყველაზე აგრესიულია უფრო ახალგაზრდა ასაკში, პირველ ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებებში“ - გია ნემსაძე ძუძუს კიბოზე

🎥 ნინა სუსლოვა ოქტომბრის ყველაზე მნიშვნელოვან და საყურადღებო რიცხვებს ასახელებს - „შეუძლია დაიწყოს ახალი საქმე, შემოიტანოს სიახლე“

✕