სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სასჯელს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იხდის. მისი შვილი ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამამისის ადგილი ციხეში არაა.
„მა, შენნაირი ადამიანის ადგილი ციხეში არაა და ზუსტად ვიცი მოვა დრო, როცა ისევ ბევრი კარგი საქმის გაკეთების საშუალება გექნება.
მე ბევრი შენი გაკეთებული სიკეთით შემიძლია ვიამაყო მთელი ცხოვრება, მაგრამ შენ ვინც ასე მოგექცა, ჩვენ ვინც ასე უსამართლოდ მოგვექცა და გაგვამწარა, ვერც ისინი და ვერც მათი შვილები ვერასდროს იამაყებენ ამ ბოროტებით.
ჩვენი გამწარებით ისინი ვერასდროს იამაყებენ, ვერასდროს იქნებიან ბედნიერები ამით.
ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, როცა შენ ისევ ჩვენს გვერდით იქნები და გავიხსენებთ, რამხელა ტანჯვა გამოვიარეთ ამ უსამართლო ომში, როგორ ვტიროდით მარტო, როგორ გვეშინოდა, როგორ გვტკიოდა, როგორ გავძლიერდით, როგორ ვიბრძოდით ერთად და როგორ გადაგვარჩინა ღმერთმა.
ცხოვრებაში ყველას გვიწევს ბრძოლა რაღაცის გამო, მთავარია დარჩე ადამიანად ნებისმიერ ბრძოლაში და არ დაგვავიწყდეს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს“, - წერს ნინი გოგაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: