ფეისბუკ გვერდი „მოგზაურთა კლუბი“, თურქეთის პროვინცია ართვინიდან ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც სამწუხარო ინფორმაციას ურთავს.
როგორც აღნიშნული გვერდი იუწყება, წყლით იფარება არაერთი ქრისტიანული ტაძარი თუ ბაზილიკური ეკლესია.
თუ რატომ დადგა ამ საფრთხის წინაშე ქრისტიანული სიწმინდეები, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიზეზი „იუსუფელის" უდიდესი კაშხალი გახდა, რომელიც ერდოღანმა 2022 წელს გახსნა.
წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე, მისი დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს.
„ისტორიული იუსუფელი წყლით იფარება.
სამწუხაროა რომ წყლის ქვეშ ქართული ტაძრებიც მოექცევა. ერთ-ერთია ახალთას ტაძარი. ახალთას ტაძართან ერთად წყლით იფარება სოფელ კოწახურას ჭალის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ტაძარს დღემდე ფრესკები აქვს შემორჩენილი.
სავარაუდოდ წყლით იფარება კავკასიძეების საგვარეულო ციხესიმაგრე და ბაზილიკური ეკლესია, რომელიც დაახლოებით 30 მეტრ სიმაღლის კლდეზეა აგებული. იყო მოსაზრება რომ სიმაღლის გამო ციხესიმაგრე წყალს გადაურჩებოდა.
ალბათ ასე ვერ მოხდება, რადგან ციხის ყველაზე მაღალი წერტილი ბევრად უფრო დაბლაა, ვიდრე ჰესის მიდამოებში აგებული ხიდის ბურჯების ნიშნული, რომელიც კავკასიძეების ციხის თავზე მოექცევა.
თუ ასე მოხდა ციხე მხოლოდ შემოდგომაზე გამოჩნდება როცა წყალი მცირე იქნება.და გაუძლებს კი წყლის ქვეშ ყოფნას?
იმედს ვიტოვებთ წყალი მაინც ვერ მისწვდება ამ ციხეს.
დაბა იუსუფელი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, მდინარეების ჭოროხისა და პარხლისწყლის შესართავთან მდებარეობს. განვითარებულია ტურიზმის ინდუსტრია.
2022 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა რეჯეფ-ტაიპ ერდოღანმა „იუსუფელის" უდიდესი კაშხალი გახსნა, რომლის სიმაღლე 275 მეტრია და 2 მილიარდ 130 მილიონ კუბური მეტრი წლის დატევა შეუძლია. წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე.
წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობდა.
„იუსუფელის“ დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს.
"2013 წელს თურქული გამოცემა HurrietDailyNews სტატიას აქვეყნებს, სათაურით "იუსუფელი - უნიკალური ადგილი მოსანახულებლად".
სტატიის ავტორი შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებით, პარხალითა და ოთხთას ეკლესიით მოხიბლულია და ამ ძეგლების მონახულებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს.
თუმცა, იქვე დასძენს, რომ ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება.
მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ იმ დროისთვის დასრულდება.
კაშხალიდან გადმომავალი წყალი წალეკავს ამ უნიკალურ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს", - წერს სტატიის ავტორი."
ტაო-კლარჯეთი საფრთხეშია ოთხთას და პარხალსაც საშიშროება ემუქრებათ.
წყალი თუ არა სინესტე გაანადგურებს. ოთხთას სახურავი ისედაც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და რღვევა აქვს დაწყებული.
სააღდგომოდ ტაო-კლარჯეთში მივდივართ და ახალ ფოტოებსაც ჩამოვიტანთ.
გულსატკენია, წელსაც მინდოდა მენახა იუსუფელი. თუმცა მხოლოდ ზევიდან მექნება მისი გადაღების საშუალება.
თქვენც შემოგვიერთდით და ასე მაინც გადახედეთ სანამ მთლიანად წყალი დაფარავს.
ტაო-კლარჯეთი ჩვენი წარსულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ფანტასტიკური ამბავია“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი