Digest Logo

„ეს რაც დღეს ვნახეთ მთაწმინდის პანთეონში, სცდება ყველანაირ ზღვარს - ზვიადის დაღუპვაში, ამ ხალხის წვლილი დიდია“ - რას წერს გიორგი გამსახურდია

1680263937
გიორგი გამსახურდია

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი დღეს 84 წლის გახ­დე­ბო­და.

🔵 „ჩემი ერთადერთი პრეზიდენტი, დაბადების დღეს გილოცავ იქ, სადაც ხარ“ - ნინო ნადირაძე

მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. მათ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას საფ­ლა­ვი ყვა­ვი­ლე­ბით შე­ამ­კეს.

🔵 „მას, ვინც სათანადოდ აფასებს ზვიად გამსახურდიას ამქვეყნად მოვლინების მნიშვნელობას 31 მარტს გილოცავთ“ - ანა ჯაბაური

რო­გორც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია„ტვიტერში“ წერს, ად­გილ­ზე ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი.

კერ­ძოდ, პან­თე­ონ­ში შეკ­რე­ბი­ლმა ადა­მი­ა­ნებმა „უზ­ნეო სი­ტყვე­ბით“ მი­მარ­თეს პრე­მი­ერ­სა და სხვა სტუმ­რებს.

ბევრ ადამიანთან მქონია და მაქვს კამათი, პაექრობა და ა.შ შეხედულებებთან და პოლიტიკურ გემოვნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არასდროს არ გასცდენია ადამიანურობის ფარგლებს და არც გასცდება.

თუნდაც მტერი, ყოველთვის ჩემგან მიიღებს ბოლო შანსს.

ოჯახი და მიცვალებულები კიდევ, ხელშეუხებელია.

ეს რაც დღეს ვნახეთ მთაწმინდის პანთეონში, სადაც,პრემიერი და სტუმრები იყვნენ ზვიადის საფლავზე პატივის მისაგებად სცდება ყველანაირ ზღვარს, ეგზალტირებული ბრბო, ამ ხალხს უმასპინძლდებოდა სიძულვილის ენით და ყოვლად დაუმსახურებელი ლექსიკით.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ზვიადის დაღუპვაში, ამ ხალხის და ამ ხალხის მმართველის წვლილი ძალიან დიდია.

ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ეს იცის ყველამ, უბრალოდ გარკვეული დელიკატური მიზეზების გამო, ხალხი ამაზე არ საუბრობს.

ასევე დასანანია, რომ ამ ვიგინდარების საჭენაოდ იქცა ქართული საზოგადოების მექა, მთაწმინდა“, - წერს გიორგი გამსახურდია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ფანტასტიკური ამბავია“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი

🔵 პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ნიუ იორკში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში - ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა

🔵 „უბნის მაღაზიაში გამყიდველი ქალი მაძლევდა ნისიად ყველაფერს, ვატყუებდი შენზე რომანს ვწერთქო - გარდაცვლილა უკვე... ავასრულე სიტყვა. გვიან, მაგრამ მაინც“ - ლუკრეციო ბაქანიძე