
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„წმინდაო ბარბარე
ალბათ, ახლა შენს კალთაში ზის 9 თვის პატარა, რომელიც ბარბაროსულად შეწირეს ჩემს ქვეყანაში.
საოცარია თქვენი ტრაგიზმი, რადგან ორივე კაცთა გაუმაძღრობას, ამპარტავნებას, მომხვეჭელობას და ტახტის სიყვარულს უკავშირდება…
შენ, ქრისტეს და ზემოთ ჩამოთვლილ მანკიერებებს შორის გააკეთე არჩევანი, რადგან არჩევანის უფლება გქონდა.
9 თვის ბარბარე კი არჩევნებს შეწირეს, მისთვის არჩევანის უფლება არავის მიუცია.
ისიც არ ვიცი ამ ბარბაროსობის ჩამდენ ქვეყანას, თუ გვაქვს მორალური უფლება, დღეს შენი სახელი ვახსენოთ და შეწევნა გთხოვოთ, მაგრამ ისევ შენივე მოწყალების მადლით მოგვიტევე და მოგვანელებინე ლობიანებით გამძღარი სტომაქი, რომ უარესი არ ვცოდოთ კიდევ…
ვიცი, შენ ზუსტად გამიგებ რის თქმაც მინდოდა…
ჰო, დანარჩენები მაგრად მკიდია რას იფიქრებენ…
მე შენ მიყვარხარ”, – წერს სულაშვილი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე
🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი