Digest Logo

„შესაძლოა, განკურნება სწორედ მაშინ იწყება, როცა გაქცევას ვწყვეტთ...“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი

1785992704
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე წერს:

„ჩვენ გავრბივართ და ვიმალებით ყველაფრის უკან, რაც გონებას გვიფანტავს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავრჩეთ მარტო იმ ტკივილთან, რომელიც გულში გვაქვს.

მაგრამ, რამდენიც არ უნდა ირბინო, საკუთარ თავს ვერ გაექცევი.

რადგან ყველაზე რთული ბრძოლა სამყაროსთან კი არა, საკუთარ თავთან არის. იმ ჭრილობებთან, იმ სიცარიელესთან და იმ ტკივილთან, რომელსაც წლებია გულში ვატარებთ და ხშირად სხვა ყველაფრით ვცდილობთ მის დაფარვას.

შესაძლოა, განკურნება სწორედ მაშინ იწყება, როცა გაქცევას ვწყვეტთ.

როცა საკუთარ თავთან დარჩენის გამბედაობას ვპოულობთ, საკუთარ თავს გულწრფელად ვუყურებთ, ვიღებთ ჩვენს სიმართლეს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ იმას, რის დანგრევასაც ცხოვრება ცდილობდა.

რადგან ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარი თავისგან გაქცევა კი არა, საკუთარ თავთან დაბრუნებაა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„გრძელვადიანი საქმეებისა და მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა“ - 6 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

„მთებს აქვს რაღაც მისტიკური...“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს