მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა „ინსტაგრამის“ გამომწერების შეკითხვებს უპასუხა და თინერიჯერ შვილებთან ურთიერთობაზე საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარა.
ერთ-ერთი გამომწერის შეკითხვაზე, თუ რას ურჩევდა თინეიჯერ გოგონებს პიროვნული განვითარებისთვის, მოდელი შვილების მაგალითით პასუხობს:
„სახლში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის თინეიჯერი მყავს, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, ბევრ ინფორმაციას ვიღებ და ვეცნობი, რომ სწორ ღირებულებებზე და სწორი პრინციპებით გავზარდო ისინი.
მგონი კარგად გამომდის, თუმცა, შეცდომებიც ბევრი მაქვს ალბათ.
მთავარი ჯანსაღი აზროვნებაა, განათლება და მიზანი იმ უნარების განვითარება, რაც გამოკვეთილია თქვენში.
ყოველ დღე უნდა იყო უკეთესი, ვიდრე იყავი გუშინ. ისე, თინეიჯერებისგანაც მოვისმენდი რჩევებს“,- წერს სალომე ღვინიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რით შეივსება ეს დანაკლისი, არ მაქვს პასუხი...“- ნინო ზამბახიძე ტრაგიკულად დაღუპულ მეწარმეებზე
⭕ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, საჰაერო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს