Digest Logo

„შევეჯიბროთ სიკეთეში და არა კრიტიკაში“ - რას წერს არუნ ხათრი

1792221903
არუნ ხათრი

ინდური აიურვედას ცნობილი სპეციალისტი, არუნ ხათრი, საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს შეხსენებას უზიარებს.

მისი თქმით, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელის შეწყობის ნაცვლად, ხელისშეშლით ვუპასუხოთ. იგი მოგვიწოდებს, მეტი პოზიტივი, სიცილი და მხარდაჭერა გავავრცელოთ:

„ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ერთმანეთს ფეხი დავუდოთ! 

ვიცინოთ ერთად, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, გავავრცელოთ პოზიტივი და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ცოტა სიცილი სულისთვის სასარგებლოა, სიკეთე გულს ახარებს, ხოლო ერთმანეთის მხარდაჭერა ყველას ცხოვრებას უკეთესს ხდის.

მოდი, სიკეთეში შევეჯიბროთ ერთმანეთს და არა კრიტიკაში. ადამიანებს ხელი გავუწოდოთ და არა ფეხი დავუდოთ!

გულწრფელად მითხარით კომენტარებში: თქვენი აზრით, რატომ უადვილდება ზოგიერთ ადამიანს სხვების გაკრიტიკება უფრო მეტად, ვიდრე მათი მხარდაჭერა?  

დღეს თქვენ გახდით მიზეზი იმისა, რომ ვიღაცამ გაიღიმოს!“, - წერს არუნ ხათრი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დღე შეიძლება ფინანსურად ნაყოფიერი აღმოჩნდეს...“ - 17 ოქტომბრის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში

⭕„ისწავლე, იფიქრე და გაისარჯე საქართველოსთვის! შენ გარდა მას სხვა შვილი არ ჰყავს“ - გია მურღულია

✕