Digest Logo

„შევთავაზე სადმე კაფეში დაპატიჟება, სადაც ადამიანურად ავუხსნიდი, თუ რა მავნე შედეგი შეიძლება მოეტანა მის მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს“ - რას წერს იოანე მარიკა ბაკურაძეზე

1669709996
სალომე ბაკურაძე და დიადი

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს,  რომელშიც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე უარყოფითი კომენტარების ავტორებს ურეკავს და ეკითხება, რატომ დაწერეს ეს კომენტარი, სოციალურ ქსელში ამ სიუჟეტში მოხვედრილი ერთ-ერთი რესპონდენტი იოანე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჟურნალისტმა მას ბრალს ტყუილად დასდო, რადგან მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მიუწერია.

„დღეს ბევრი მესიჯი შემომივიდა იმედის სიუჟეტთან დაკავშირებით. ყველა მეკითხებოდა ნამდვილად იყო თუ არა ჩემი ხმა.

დიახ, ჩემი ხმა იყო და დიახაც, მე მას საზოგადოებისთვის მავნებელი ადამიანი ვუწოდე.

გუშინ საღამოს 16;30-ზე მირეკავს ტელეფონი:

„გამარჯობა იოანე, მე მარიკა ბაკურაძე ვარ“ და დაიწყო გარჩევა. არ უთქვამს, თუ საიდან ჰქონდა ჩემი ტელეფონის ნომერი. არ გავუფრთხილებივარ, რომ ჩემთან ინტერვიუს წერდა. ვიფიქრე: რადგან ჩემს კომენტარს, რომელიც მის წინა სიუჟეტზე დავტოვე, ბევრი გამოხმაურება ჰქონდა, მას ადამიანურად აინტერესებდა ჩემი აზრი, ან უბრალოდ კომენტარის წაშლას მთხოვდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, 17 წუთი მთხოვდა პასუხს ჩემს კომენტარზე, ვიღებდი თუ არა პასუხისმგებლობას იმ კომენტარზე რაც დავწერე...

17 წუთის განმავლობაში ვცდილობდი ამეხსნა, რომ ჩემი კომენტარი ადეკვატური რეაქცია იყო მის, ჩემი აზრით რაშისტულ, რასისტულ და ჰომოფობიურ სიუჟეტებზე. 17 წუთი მარწმუნებდა, რომ მე მას კომენტარში უცენზუროდ ,,ყ“ და სამი ასოთი მოვიხსენიებდი, რაც სრული სიცრუეა და მსგავსი რამ ჩემს კომენტარში არ ყოფილა, ცდილობდა ჩემს პროვოკაციაზე წამოგებას.

ეთერში გასული რამდენიმე მისი სიუჟეტი მოვუყვანე მაგალითად. მართლა გულით მჯეროდა, რომ ამ ადამიანს ჩვენი, როგორც მაყურებლის აზრი აინტერესებდა. 17 წუთიანი საუბრის შემდეგაც ვერ მივაღწიე ვერანაირ შედეგს.

შევთავაზე სადმე კაფეში დაპატიჟება, სადაც ადამიანურად ავუხსნიდი, თუ რა მავნე შედეგი შეიძლება მოეტანა მის მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს საზოგადოებისთვის. მივხვდი, რომ მასთან საუბარს არანაირი აზრი აღარ ჰქონდა და ბოლოს ვუთხარი, რომ ამ საკითხზე საუბარი აღარ მსურდა, თანაც დაკავებული ვიყავი და მეტს ვეღარაფერს ავუხსნიდი.

საღამოს სატელეფონო საუბრის გაგრძელებაც შევთავაზე, რაზედაც უარი მივიღე და ტელეფონი გავუთიშე.
დღეს სრულიად შემთხვევით გადავეყარე გადაცემას, სადაც 4 წამყვანი მოწვეულ ფსიქოლოგთან ერთად გვანაგავებენ, საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ჩვენ კლავიატურას ამოფარებული მხდალები ვართ, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ვერ ვბედავთ კომუნიკაციას და რა ცუდ გავლენას ვახდენთ საზოგადოებაზე. ამავდროულად ეთერში უშვებენ ჩემს საუბარს, რომელიც გაუფრთხილებლად ჩაწერა, დააქუცმაცა, დაამონტაჟა, როგორც მას აწყობდა და ასე გაუშვა ეთერში.

ახლა იმედის თანამშრომლები მწერენ და მიხსნიან, თუ როგორი ბულინგის მსხვერპლი გახდა დღეს ბაკურაძე და როგორი შესაცოდებია იგი. ნაძეჟდა, გარეკე?“, - წერს იოანე დიადი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მოეთრიე ქალო, გეძახიან, შენი სადღეგრძელოა!“ - რას წერს ანა კოლ-შიმშილაშვილი

🔵„ჩვენ რატომ გვაჩვენეს ეს ყველაფერი? თვითცენზურა უნდა გაგვიჩნდეს? ჭკუით ვიყოთ? ქუჩური გარჩევაა? მე რატომ მაყურებინებთ ამას?“ - მარიამ გერსამია

🔵„ძალა მომეცი ყველა ჯალათს, მკვლელს, თაღლითს ვაზღვევინო თავისი ბინძური საქმეებისთვის, რომ სხვა ბავშვები გადარჩნენ, შენსავით არ დაიტანჯონ“ - გარდაცვლილი მარიამის დედა