
„იმედის“ მაყურებლის ყველა თაობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მეგაშოუს - „ვინ ვინ არის“ ახალი მე-4 სეზონი დაიწყო.
პროექტის მანამდე, ყველა სეზონმა ტრიუმფით ჩაიარა და იგი ტოპ რეიტინგის სათავეშია. აღსანიშნავია, რომ წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა.
გადაცემას ახალი წამყვანიც ჰყავს, რუსკა მაყაშვილი მომღერალმა მაკა ზამბახიძემ ჩაანაცვლა.
მომღერლის ახალმა ამპლუამ, საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურა.
ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თამარ გვერდწითელის გამოსვლას ეხმაურება, რომელსაც პროექტში მორგებული ჰქონდა ღრუბლის ფორმა და გუშინ, 2 მაისს პროექტი დატოვა.
„დაუჯერებელი შოკი მივიღეთ მის დანახვაზე და ეს შესრულება, რომელიც დაუჯერებლად შენიღბული იყო.
შეუდარებელი თამარ გვერდწითელი, მიყვარს ეს პროექტი ასეთი მოულოდნელობებით“, - წერს მაკა ზამბახიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სოროებში არიან, ეძებენ მეძებარი ძაღლები“ - ოთარ ტატიშვილი „კვარას“ კრიტიკოსებზე