დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ახლო მეგობარი ბესო დევდარიანი გარდაეცვალა.
ბესიკ დევდარიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
„შოკის მომგვრელი ამბავი, ჩვენი უკარგესი და უთბილესი ბესო დევდარიანი გარდაიცვალა. სიტყვებს ვერ ვპოულობ წარმოუდგენელი ამბავია, არც კი ვიცი რა ვთქვა.
კიდევ რამდენ სიკეთეს და სითბოს დატოვებდა ამ ქვეყანაზე. მუდამ ხალისიანი და მომღიმარი, მისი ხითხითი ახლაც ჩამესმის ყურში. განსაკუთრებით ბოლო წლებში ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა-ვიზიტები, გადაფრენები, დიდი თუ მცირე კონფერენციები. ხანდახან წავეჩხუბებოდი, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, წყენა სწრაფად მავიწყდებოდა.
ორი დღის წინ რაღაც პირადული ვთხოვე და გუშინ მომწერა, არ ინერვიულო, უკვე მოგვარებულიაო. ეს ფოტო, შარშან 4 აპრილს სამინსიტროშია გადაღებული, როცა ამერიკაში მოვემგზავრებოდი და თანამშრომლებს დავემშვიდობე. სულ მუდამ გვერდით იყო, მუდამ მომღიმარი. ასეთი დაგვამახსოვრდება ყველას. მშვიდობით მეგობარო! ღმერთმა გაანათლოს მისი სული“ - წერს დავით ზალკალიანი.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ნიცას და ხვიჩას მოგზაურობა იტალიაში გრძელდება - რა ფოტოებს აქვეყნებს კვარაცხელიას საცოლე
🔵ნეკა დოროყაშვილმა იმიჯი შეიცვალა - „ახალი გოგო, ახალი ცხოვრება, ახალი კონტრაქტები“
🔵🎥 შეუდარებელმა თიკა ფაცაციამ აშშ-ში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა