Digest Logo

„შორს ხელები ჩემი ოჯახიდან“ - ნატო გელაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს!

1749810318
ნატო გელაშვილი

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს, როგორც იგი წერს მის ოჯახი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ბულინგი მსხვერპლი გახდა. 

გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ბულინგი 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში {თსუ} გამართულმა კონცერტმა გამოიწვია, სადაც მან შვილებთან, ლუკასთან და გიორგისთან ერთად კონცერტი გამართა.

„დაიჯესტი“ მომღერლის „ფეისბუკზე“ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით სრულიად საქართველოს…

არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახზე ბულინგის თემას… თუმცა როგორც ჩანს გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს, დღეს ბიჭები არიან სამიზნეები... კიდევ ერთხელ განვმეორდები.

ჩვენ არავის უვარდებით სახლში, არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით…

როცა ყვირი „სირცხვილია“-ს, სულ ცოტა მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს…„რა არის სირცხვილი და რა არა”...

ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით...

არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა...

არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც ქვეყნის…

არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის….

ასე რომ…

შორს ხელები ჩემი ოჯახიდან“, - წერს ნატო გელაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ოფიციალურად გაქართველდა“ - მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა ქართული ღვინო ყანწით დააგემოვნა

⭕„მუცლით შავ მძიმე ლოდს დავატარებ... ივნისის ასეთ წვიმიან ღამეებში ძალიან მძიმდება და ტარება ძალიან მიჭირს“ - ემოციური მოგონება 13 ივნისს დაღუპულ გოგონებზე

⭕ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მეუღლეებთან  ერთად კანში ისვენებენ