Digest Logo

„შთაგონებას რომ დაელოდო, ვერაფერს შექმნი“ - რას წერს გია მურღულია

1792246486
გია მურღულია

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პროფესიული კულტურისა და შრომისმოყვარეობის მნიშვნელობაზე წერს. ჯეკ ლონდონისა და ანტონ ჩეხოვის მაგალითზე ავტორი განმარტავს, თუ რატომ არის სისტემატური მუშაობა წარმატების მთავარი საწინდარი და რატომ არ ელოდებიან ნამდვილი ხელოვანები „მუზების ეწვიოს“:

„ერთხელ ჯეკ ლონდონს ჰკითხეს:

- საიდან იღებთ ასეთ შთაგონებას, რომ ამდენი წიგნი დაწეროთ?

მან უპასუხა:

- ხელოვნება სამუშაოა. უბრალოდ მაგიდასთან ვჯდები და ვწერ. შთაგონებას რომ დაელოდო, ვერასდროს ვერაფერს შექმნი.

ანტონ ჩეხოვიც ამ აზრის იყო - ყოველდღე მუშაობდა, არავითარი განწყობაც რომ არ ჰქონოდა. თუ შთაგონება არ ეწვეოდა, მაინც რამდენიმე ფურცელს ავსებდა ერთი და იმავე წინადადებით: „დღეს რაღაც ვერაფერს ვწერ“.
არსებობს შთაგონება და არსებობს პროფესიონალიზმი.

ისინი ერთმანეთს, ცხადია, ხელს არ უშლიან, მაგრამ პირველი მეორის გარეშე თითქმის ყოველთვის "უხორთუმო სპილოა“, მეორეს კი შეუძლია შედევრები შექმნას.

სისტემატური მუშაობა პროფესიული კულტურაა - ეს ცხოვრების წესია, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ.

დაჯექი მაგიდასთან და დაწერე.

ნამდვილი ხელოვანები მუზებს არ ელოდებიან.

შთაგონება თვითონ მიდის მასთან, ვისაც ყოველდღე მაგიდასთან მისვლა შეუძლია.

რასაც თავად ქმნი, აღემატება იმას, რაც გეძლევა.

თუმცა ვინ არის ისეთი უგუნური, რომ ღმერთის საჩუქარზე უარი თქვას?“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში

⭕„ისწავლე, იფიქრე და გაისარჯე საქართველოსთვის! შენ გარდა მას სხვა შვილი არ ჰყავს“ - გია მურღულია

🎥 ქორწინება, ფული და მოგზაურობა: რომელ ნიშანში გადადის მფარველი ანგელოზი 7 თვით და რას ითხოვს „სელენა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისგან, მიხეილ ცაგარელის რჩევები! 

✕