ცნობილმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებაზე დაწერა.
სოპრანოს თქმით, შვილებს მოხუცი მშობლებისთვის აღარ სცალიათ.
„ეს კლიპი გერმანიის ტელევიზიაში გავიდა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
შობა ახლოვდება და შვილები მამას ზოგი ავტომოპასუხით, ზოგი ესემესით ატყობინებენ, რომ სამსახურიდან ვერ თავისუფლდება ა.შ და ვერ ახერხებს მის ნახვას საშობაოდ. მოხუცი მამა მოიგონებს მის სიკვდილს და დაარიგებს ყველა მათგანის სამსახურში. მაშინ დაყრიან ყველა მის საქმეს და სასწრაფოდ ჩავლენ მამასთან მის „დასაკრძალად”.
მოხუცი კი დაახვედრებს სავსე მაგიდას და ეტყვით „მაპატიეთ, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიგონე, იმისთვის რომ ბოლოს და ბოლოს ერთად შემეყარეთ და გენახეთო“.
ეს ყველაფერი მართლაც დღევანდელობის გლობალური ტრაგედიაა, რომ შვილებს მათი მოხუცი მშობლებისთვის აღარ სცალიათ.
პირადად მე მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ის ვიღაც მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა.
ეს ჩემი მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად, იმ უდიდესი ამაგის დაფასებაც იყო, რაც დედამ ჩემთვის გასწია
მოეფერეთ მშობლებს!“, - წერს თამარ ივერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „145 კილო რომ გავხდი, მივხვდი ვეღარ ვიხრებოდი, ვეღარ ვრგავდი“ - რას ჰყვება ზურა შევარდნაძე