Digest Logo

„სიკეთით გამორჩეული, შესანიშნავი პიროვნება და მთელი ქვეყნისთვის საყვარელი არტისტი იყო“ - გია ბაღაშვილი ჯემალ ღაღანიძეს იხსენებს

1738587989
გია ბაღაშვილი

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980) ჯემალ ღაღანიძე 2023 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. 

მუსიკოსი გია ბაღაშვილი  ჯემალ ღაღანიძეს სოციალურ ქსელში იხსენებს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს:

„სიკეთით გამორჩეული, შესანიშნავი პიროვნება და მთელი ქვეყნისთვის საყვარელი არტისტი იყო ბატონი ჯემალ ღაღანიძე!

დღეს, 3 თებერვალს ბატონი ჯემალის გარდაცვალების დღეა.

გვიყვარხართ ბატონო ჯემალ და მუდამ ჩვენს გვერდით იქნებით!..“, - წერს გია ბაღაშვილი.

ცნობისთვის, ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული ჰქონდა სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“).

გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სოსო ნებიერიძე გოგოს მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

⭕„იაქტიურეთ ყველა ფრონტზე, ახლა თქვენი დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „არ არის სასურველი ფულის სესხება და გასესხება“ - 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან