ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 70 ქვეყანა.
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა.
ამჯერად, მოგზაური სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, იგი გოგოს მამა გახდა და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გამომწერებს უზიარებს.
ახალშობილს ანიტა დაარქვეს.
ცნობისთვის, სოსო ნებიერიძე სოციალურ ქსელში აქტიური პიროვნებაა, თუმცა ცოტაა ცნობილი მის ოჯახზე, მას ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი, ახლახან კი გოგონას მამა გახდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იაქტიურეთ ყველა ფრონტზე, ახლა თქვენი დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან