Digest Logo

„სიკვდილი ის არის, ახალი ათიდან პირველიც რომ არ გამოჩნდება...“ - გია მურღულია საინტერესო სტატუსს აქვეყნებს

1735375618
ფილოლოგი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოხდება, სიკეთე ათიდან ცხრამ არ დაგიმახსოვროს, მაგრამ შენ ხომ სამაგიერო პატივისცემისთვის არ გამოხატავ კეთილგანწყობასა და სიყვარულს სხვის მიმართ? - კარგ საქმეს მიზანი აქვს, მაგრამ მიზეზი არ სჭირდება.
შეიძლება იმან ჩაგაფიქროს, მეათეც იმ ცხრის გზას რომ დაადგეს, თუმცა ადამიანურობის პრინციპს არც ამ შემთხვევაში ეღალატება.
ღმერთი ყოველთვის მოგცემს შესაძლებლობას, რომ სხვა ათი იპოვო - სიკეთეც და მისი დანახვაც მისი მსგავსების სახეა.
და ასე - სიკვდილამდე.
სიკვდილი ის არის, ახალი ათიდან პირველიც რომ არ გამოჩნდება“, - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლოა ორ ადამიანს შორის მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება...“ - 2025 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სოფია ბზეკალავასგან

🎥 „შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ

⭕ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებს - ვის რა ფერის სამოსი უნდა ეცვას ახალ წელს