Digest Logo

„სიკვდილით დაისაჯოს ქალის მკვლელი. მოქმედების დროა, ჩვენს შვილებს რომ არ დავუტოვოთ ეს პრობლემა“ - ნინჩო ჯიბლაძე

1669358664
ნინჩო ჯიბლაძე

თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, სადაც ქალი იყო დასაქმებული. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა მაღაზიაში მოლოტოვის კოქტეილი ააფეთქა და თავი დაიწვა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალ ok-ის რედაქტორი ნინჩო ჯიბლაძე გამოეხმაურა და მოძალადე კაცების სიკვდილით დასჯა მოითხოვა.

„ინიციატივა - სიკვდილით დაისაჯოს ქალის მკვლელი. რადგან ჩვენი ქვეყნის პრობლემა ფემიციდია, უნდა იცოდეს საძაგელმა მანიაკმა, ქალს თუ მოკლავს, თავადაც მოკვდება. მოქმედების დროა, ჩვენს შვილებს რომ არ დავუტოვოთ ეს პრობლემა.

გუშინ კაცმა 41 წლის ცოლი ცოცხლად დაწვა. ალბათ გამოჩნდებიან მეზობლები, მოჰყვებიან რა კარგი ადამიანი იყო, რა სალამი იცოდა სიკეთე გადმოსდიოდა.

შემაკავებელი ორდერი ჰქონია გამოწერილი - ეს ორდერი ამგვარ მანიაკებზე არ მოქმედებს. „ცოცხლად უნდა დავწვა ეგო” ჩაიფიქრა და აასრულა.

ამ ქვეყანაში მოძალადე მამაკაცებს უმეტესად მხარს ქალები უმაგრებენ და ქალები აგულიანებენ“, - წერს ნინჩო ჯიბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ბორჯომი და სხვა არა“ - რა ფოტოს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი

🔵„ქალს რომ ადამიანობა, საკუთარი ცხოვრების განკარგვა უნდა, მოძალადესთან დაშორება რომ უნდა, ამას არ პატიობენ და კლავენ“ - ბაია პატარაია

🎥 „გირგვლიანი შენი ქმრის კისერზეა და არა მურუსიძის! საქვეყნოდ ცნობილი მატყუარა ხარ“ - მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში