Digest Logo

„სიმდაბლე ის არის, რომ ხედავ, არ გაქვს ის სრულყოფილება, ხედავ, რომ არ გაქვს მოყვასის ის სიყვარული...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1783057411
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„იქით ეშმაკია,
და აქეთ მხოლოდ ქრისტეა,
ანუ – შენში ქრისტე უნდა ცოცხლობდეს.
– „ყველა წმინდანი ხომ არ იქნება?!“
– „მონაზონი ხომ არ ვარ, ერის ადამიანი ვარ და როგორც შემიძლია, ისე ვცხოვრობ...“
გაგიგიათ ხომ ასეთი საუბარი?! – მონის ფსიქოლოგიაა ეს.
ვის ემონები?!
დაცემულ ბუნებას?!
ამა სოფლის სულს?!
ეშმაკს?!
ვის ემონები, როცა ამბობ – „მე სად შემილია, მე ხომ მონაზონი არ ვარ“...
როცა უფლის სიტყვები იცი – „იყავით სრულყოფილნი, როგორც ზეციური მამაა თქვენი სრულყოფილი“,
– აბა, სიმდაბლე რაღა არის?! იტყვის ადამიანი,
– სიმდაბლე ის არის, რომ ხედავ, არ გაქვს ის სრულყოფილება, ხედავ, რომ არ გაქვს მოყვასის ის სიყვარული, რომელსაც უფალი ითხოვს,
შენი თავის ადეკვატური აღქმა არის სიმდაბლე,
და არა მონური სული,
ვინ თქვა, რომ შენი საქმე არ არის?! სად წაიკითხეთ ეს?!
მეომარი წარმოგიდგენიათ, რომელიც გამარჯვებაზე არ ოცნებობს?!
მეომარი, რომელიც ღირსებისათვის არ იბრძვის?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი 2026 წლის ყველაზე წარმატებული და იღბლიანი თვე იქნება

⭕ „შესაძლოა დღეს ფლირტის ან ახალი სიმპათიის ცდუნება გაჩნდეს“ - 2 ივლისის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში