20 სექტემბერს ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძარცველი შევიდა და მძევლები აიყვანა. როგორც ადგილიდან გავრცელებული ვიდეოკადრებით გაირკვა, თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარეს, მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს, დამნაშავე კი დააკავეს. ამ ამბიდან მთავარი აქცენტი იუმორზე გაკეთდა, რომელიც პირდაპირი ჩართვების დროს აშკარა იყო და დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ადამიანების გაღიმებას ახერხებდა.
ტრაგედიის კომიკურ ნაწილს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა:
„სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სასაცილო არაფერი ყოფილა.
მართალია, მძევლების ნაწილმა იუმორით შეძლო ჩვენთვის სტრესის შემსუბუქება და რადგან ყველა ადამიანი უვნებლად გადარჩა, საბოლოოდ სიცილის უფლებაც მოგვეცა, მაგრამ იმედია, გაცინების შესაძლებლობა, რომელიც ქუთაისელებმა თავიანთი განსაკუთრებული იუმორით შეძლეს, არ ჩამოაყალიბებს არავისში არავითარ სიმპათიას ძალადობის, ძარცვის და ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიმართ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრად კლება და უხვი ნალექი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი