ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი მარცხად საქართველოში დარჩენას მიიჩნევს. ტელესახე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას მის წარმატებასაც აღნიშნავს.
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი არის ის, რომ თავის დროზე ამ ქვეყანაში დავრჩი და ყველაზე დიდი გამარჯვება ახლახან „პრაიმჰაუსში“ გამარჯვება და „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობაა…“
ჟურნალისტის კითხვაზე - რას გააკეთებდა, ლატარიაში ბევრი ფული რომ მოეგო, ნაზღაიძე პასუხობს:
„პირველ რიგში, თანხის ნაწილით ჩემს ახლობლებს დავეხმარებოდი, მეორე ნაწილით ჩემს თავს მივხედავდი. ბევრი მიზანი მაქვს და მათ განვახორციელებდი. სამოგზაუროდ წავიდოდი. ჩემს შვილს დავიბრუნებდი, უფრო მარტივად…“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - აქამდე უცნობი ამბები გამორჩეულ ბერზე
🔵 „დღეს მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, ფიზიკურად და ემოციურად გადატვირთვას“ - მიხეილ ცაგარელი