ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც ბიოლოგიურ მშობელს ეძებს. წერილის შინაარსის მიხედვით, დედა რომელიც იძულებული იყო შვილი დაეტოვებინა, ბავშვს მომხდარის მიზეზებს უხსნის და ბედნიერებას უსურვებს.
„გთხოვ, გთხოვ გამოჩნდი! ამ წამს ვიპოვე დე ეს წერილი! 5 დღეა რაც ვიცი აყვანილი რომ ვარ!
#ზუგდიდი გოგონა (თამარი, თამუნა) ეძებს დედას!
ყველას, ყველას, ყველას ზუგდიდში, დამეხმარეთ და დაგვეხმარეთ!
1997 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიბადა ულამაზესი გოგონა, დედა იყო არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე, ხოლო ბიოლოგიური მამა დაოჯახებელი! მოხდა ისე რომ გოგონას არ დაუდგნენ ოჯახის წევრები გვერდში და აიძულეს შვილის გაშვილება (ბიოლოგიური დედის მამიდა და ბებია)! დედამ, სკოლის მოსწავლე გოგონამ დაწერა ძალიან მტკივნეული წერილი და თან გააყოლა მის პირმშოს! არ უნდოდა, ტიროდა, მანქანაში ბოლოჯერ აჭამა ძუძუ და ტირილით დაემშვიდობაო! ამბობენ, დედას პირობა დადო რომ არასოდეს გათხოვდებოდა… მაგრამ არ ვიცით იქნებ კვლავ შეძლო დედობა. თუკი გსმენიათ ეს ისტორია, თუკი გსმენიათ შუამავალის გვარი გომართელი და ქარჩავა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახისთვის უნდა მიეშვილებინათ გოგონა და წაეყვანათ რუსეთში, შეგვეხმიანეთ! მხოლოდ პირად შეტყoბინებაში( დიდი ალბათობით, ბიოლოგიურმა მამამ არ იცის შვილის არსებობა) #ზუგდიდი
გოგონას ფიზიკური მონაცემებია: ქერა, ციფრი თვალები, 1.78-მდე!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ჯანეტ ქერდიყოშვილის საშემოდგომო ლუქი, რომელიც სოცქსელის იპყრობს
🔵ნეკა დოროყაშვილმა ახალი მანქანა იყიდა - „მე და ჩემი პატარა“