ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად არუნ ხათრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. იგი წერს რომ კისრის ტრავმა აქვს:
„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა.
კისრის ტრავმა მაქვს და ამჟამად ვერც სწორად ვზივარ. ჩემი შვილები და ოჯახი ზრუნავენ ჩემზე უდიდესი სიყვარულით - მათი ძალა მაძლევს ენერგიას.
ზოგჯერ ცხოვრება გვაიძულებს შევჩერდეთ, რომ მოვიშუშოთ და თავიდან დავაფასოთ ყველაფერი. მჯერა, ეს პერიოდიც გაივლის. გთხოვთ, მოიხსენეთ ლოცვებში.
წერილითვე დავბრუნდები - უფრო ძლიერი, ბრძენი და მადლიერი ცხოვრების ყოველი მომენტის მიმართ“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ამ გზით ბავშვებს ავი თვალისგან და ჯადოებისგან იცავდნენ – რიტუალი, რომელიც გაგაოცებთ
⭕დღეს, 1-ელ ნოემბერს დიმიტრის შაბათია - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ