Digest Logo

„სიცოცხლით გარისკა, არც ამჯერად უღალატა საკუთარ თავს, ისტორიის სწორ მხარეს დადგა“ - ალეკო ელისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

1650362107
ალეკო ელისაშვილი

უკრაინაში მყოფი „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოში დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მაია სიხარულიძე ავრცელებს.

„დაბრუნდა აი, ასე… სიცოცხლით გარისკა, არც ამჯერად უღალატა საკუთარ თავს, ისტორიის სწორ მხარეს დადგა, ყველას შვილების თავისუფლებისთვის ბომბების და ტყვიების წვიმაში. არ არის მთლად ნორმალური ჩემი ვერსიით, მაგრამ ყველა ქართველს რომ აწყობს ეგ ამბავი – ის შემთხვევაა.

რატომ? მახსოვს, მისი წასვლა რომ გავიგე, შიშით და სიამაყით გავსკდი ტირილით, იქამდე მერიდებოდა, ჩვენი ქვეყნის საჯარო პოზიციის გამო და ალეკო კი, როგორც რიგითი ასე წავიდა ოკუპანტების ჩასახოცად, მაგრამ ჩემთვის ის ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იყო ომში და ქვეყნის მაშინდელ პოზიციას წმენდდა ნამუსს.

მისი ომით მე უკრაინას მადლობას და ბოდიშს ვუხდიდი და კი მადლიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომცა მისმა სიგიჟეში გადასულმა სიმამაცემ!

მშვიდობით დაბრუნებას გილოცავ ! „და ძირითადად მევასები ხოლმე“

პ.ს. ვინც უსაქმურ ენებს მოიფხანთ, მისი ჩამოსვლის გამო, მისამართს გახსენებთ რომ დასაქმდეთ Русский военный корабль, иди нахуй!“, – დაწერა მაია სიხარულიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დედისერთა ყოფილა უბედური.. 16 წლის იყო, გაიყვანეს და დახვრიტეს, ომსაც აქვს თავისი კანონები, ტყვე ხელშეუხებელია…” - რას ჰყვება ირინა გოგოსაშვილი

🔵„ვინც ამ ომზე ხელი მოითბო, ვინც ეს სისაძაგლე დაგეგმა წლების მანძილზე, მოამზადა, ფული დახარჯა, ის ვინც ეს შეასრულა და ასრულებს!“ - რას წერს ნუკა არველაძე

🔵ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს - მცენარეული ალერგიები, რომლებიც 24 აპრილამდე ვრცელდება