ჟურნალისტი ნუკა არველაძე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს პოსტებს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კარგს არავის მოუტანს და თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხიც დიდი ხანია დარღვეულია.
„ერთი რამ უდავოა, ეს ომი არავის მოუტანს სიკეთეს. ბოროტებას ოხრად და სადაა თავისუფლება და დემოკრატია?
ისვენებს და დიდი ხნით, რადგან ომიც კი დამოკიდებულია სხვაზე!
ის, ვინც ამ ომზე ხელი მოითბო, ის, ვინც ეს სისაძაგლე დაგეგმა წლების მანძილზე, მოამზადა, ფული დახარჯა,
ღმერთო და ის, ვინც ეს შეასრულა და ასრულებს!
ვინც ასე გაიმეტა მონსტრისთვის მისაგდებად ადამიანები, თავადაც არანაკლები მონსტრია!!
ახლა ერთადერთი გამოსავალია, რომ შეაჩერონ ეს სასაკლაო და შეაჩერონ ნებისმიერ ფასად! თუ ადამიანები არ დარჩა ვისთვისაა დემოკრატია და თავისუფლება???!!!
წამების და დახოცვის სტატისტიკა გაიზრდება თუ არა, უფრო მეტი სისასტიკეა საჭირო? ვინ ზარალდება?
მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები ვისაც არავინ ჰკითხა უნდოდა თუ არა ომი დემოკრატიის და თავისუფლების სახელით!
ღმერთო მშვიდობა მიეცი სამყაროს, შეიფარე და გაანათლე, დაამშვიდე დაღუპულთა სულები...
ახლა ამ მძიმე კვირაში შენკენ ხელებაწვდილი უამრავი ადამიანია, ღმერთო მოგვიტევე უგუნურება
და მოგვეცი ძალა დავაფასოთ, დავინახოთ და შევირგოთ ის რაც გვაქვს!!!
ეს ომი არავის მოუტანს სიკეთეს..“,- წერს ნუკა არველაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს - მცენარეული ალერგიები, რომლებიც 24 აპრილამდე ვრცელდება
🔵„ეს არის ჩემი პირადი ჯოჯოხეთი“ - ნიკა ქავთარაძის აღიარება
🎥 „მორჩეს მაიმუნობა... ცოტა აზრზე მოდით!“ - ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი