საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა, სადაც, კონკურსის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად იმღერებს.
11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას Firefighter-ს შეასრულებს.
მომღერალი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„სიტყვებით ვერ ავხსნი რას ვგრძნობ ახლა!
მიყვარხართ მთელი გულით და მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს უპირობო სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის!!!
მიყვარხართ ჩემო მეხანძრეებო“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა „ევროვიზიის“ სცენაზე - შთამბეჭდავი კადრები