თბილისის მერმა, კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა.
კონცერტზე უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა, რომლებმაც ადგილობრივების განწყობაზე იზრუნეს. მათ შორის იყო მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელმაც იქ შეკრებილ საზოგადოება მიმართა.
„სიყვარული, რომ მარადიულია ეს ხომ გვახსოვს!?
რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში სიყვარული ყოველთვის რჩება, ამიტომაც ეს სიმღერა, რომელიც ახლა მე უნდა გიმღეროთ ჩემს მეუღლეს მივუძღვენი“, - ამბობს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵კახა კალაძემ სამტრედიაში უსახლკარო და სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა