Digest Logo

🎥 „ყველაზე დიდ დროს სამზარეულოში ვატარებ“ - რატომ აირჩია გვანცა დარასელიამ მცხეთაში ცხოვრება და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში

1768288267
გვანცა დარასელიას

ყველასთვის საყვარელი გვანცა დარასელია ის ადამიანია, ვისაც არ უყვარს რისკი და ყოველთვის ცდილობს, დაფიქრდეს, გაიაზროს და ისე გადადგას ნაბიჯი. მას ტელე-რადიო გადაცემის წამყვანი ჟურნალისტის განათლება აქვს. წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა და „იუთუბის“ პლატფორმაზე გადაინაცვლა.

ამჯერად გვანცამ „ფეიბუკზე“, გამომწერებს ახალი ვიდეო გაუზიარა, სადაც საკუთარ თავზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კარიერასა და ახალ საქმიანობაზე ისაუბრა.

როგორც გვანცა დარასელია ამბობს, ყველაზე მეტ დროს სახლში ატარებს, რადგან სახლი მისთვის განსაკუთრებულად საყვარელი სივრცეა. უკვე 8 წელია, რაც ოჯახთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს და თბილისში საცხოვრებლად დაბრუნებას არ გეგმავს.

„მცხეთიდან სიარული კი მიჭირს, თუმცა მიჩვეული ვარ და აღარ მსტრესავს ეს ფაქტორი. 8 წელია, რაც თბილისში საერთოდ არ გვიცხოვრია და სულ ვართ მცხეთაში. სახლში ყველაზე დიდ დროს სამზარეულოში ვატარებ“, - ამბობს გვანცა დარასელია.

მან ასევე საკუთარი დილის რუტინის შესახებ ისაუბრა: 

„დილა იწყება აუცილებლად წყლით, შემდეგ ვსაუზმობ და ვსვამ ყავას მხოლოდ 1 ჭიქას დღეში. ყავის დალევა მიყვარს გემრიელად, გაწელილად, ისე რომ არსად მეჩქარება - ეს არის ჩემთვის სანატრელი დილა. 

ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რადგან ვცხოვრობ ქალაქიდან მოშორებით ისე დავგეგმო დრო, რომ ბავშვების სხვადასხვა წრეზე წაყვანის მიხედვით დავგეგმო ყველაფერი.

ყოველთვის მენანება ძვირადღირებული საშუალებები, ტანსაცმელში, ჩანთებში, აქსესუარებში და კრემებში ფულს არ დავხარჯავ არასდროს, მირჩევნია ვიმოგზაურო, სხვა გავახარო, ან სახლისთვის ვიყიდო ნივთები. მენანება სულ, მაგრამ რომ მჩუქნიან კარგია“, - ჰყვება გვანცა დარასელია. 

ცნობილმა ტელესახემ ასევე ისაუბრა, ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში მომხდარ დიდ ცვლილებაზე, როდესაც იგი ტელევიზიიდან წავიდა.

როგორც იგი ჰყვება, გაუჭირდა საყვარელ საქმესთან განშორება, თუმცა ტელევიზიაში დაბრუნებაზე ამ ეტაპზეც არ ფიქრობს. 

„მენატრება ძალიან, გულწრფელად ვამბობ, თუმცა ამ ეტაპზე არ მინდა ტელევიზიაში დაბრუნება. ჯერ ის ყველაფერი ისევ ისე რჩება და არ შეცვლილა, რატომაც წამოვედი და მივიღე ეს გადაწყვეტილება, გადამედგა ჩემს პროფესიაში ისეთი ნაბიჯი, რომელიც ძლივს გადავიტანე. ამ მონატრებას კი ჩემი საქმით ვივსებ, პოდკასტის კეთებაში ჩემ თავში ბევრი რამ აღმოვაჩინე“, - ჰყვება გვანცა დარასელია. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რიტუალი ძველით ახალი წლის წინა ღამისთვის: „აიღეთ წითელი კალამი და ფურცელზე დაწერეთ ერთი მთავარი მიზანი“

🔵„თუ რამე გქონდათ ჩაფიქრებული, დღეს ამ იდეის „გაშვების“ საუკეთესო მომენტია“ - 13 იანვრის კოსმოსური ამბები

🎥 „ჩემო ლაშიკო…მადლობა ამ სიყვარულისთვის“ – რა კადრებს აქვეყნებს სალომე ბაკურაძე