Digest Logo

„სიყვარული მდინარე ტიგრეზე“ - რა კადრებს აქვეყნებს ნინო ხოშტარია

1776683871
ნინო ხოშტარია

ქართულ ტელესივრცეში ყველასთვის საყვარელი ტელესახე, გადაცემა „ყველაზე ჭკვიანის“ ყოფილი წამყვანი ნინო ხოშტარია, მეუღლესთან ერთად არგენტინაში მოგზაურობს. წყვილი ბუენოს-აირესის ეგზოტიკურ გარემოსა და სამხრეთამერიკულ თავგადასავლებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ხოშტარია საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება და დროს ძირითადად ოჯახსა და შვილიშვილს, პატარა პაოლოს უთმობს, მისი და ბაჩა მალაზონიას არგენტინული ფოტოები ინტერესის გარეშე არ დარჩენილა.

„სიყვარული მდინარე ტიგრეზე“, - ასე ასათაურებს ტელეწამყვანი ელ-ტიგრეში გადაღებულ კადრებს.