განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გემამდე ნავი იყო.
სიბერემდე - ბავშვობა.
გამოცდილებამდე - შეცდომა.
სიკვდილამდე - სიცოცხლე.
ღამემდე - დილა.
ცოდნამდე - კითხვა.
რწმენამდე - ძიება.
და სიყვარულამდე? - არაფერი, რადგან რაც კი რამ არსებობს, სწორედ მან შექმნა.
სიყვარულს არ აქვს მიზეზი - ყველაფრის საწყისი თვითონ არის.
„ღმერთი სიყვარული არს".
ის შეიძლება უარყო, მაგრამ ვერც შეცვლი და ვერც ჩაანაცვლებ.
თუ ამ დილას კარზე ვინმე აკაკუნებს, სწრაფად გაუღეთ - შეიძლება სწორედ ის არის“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კარგი დროა ბიზნესის წამოსაწყებად...“- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან