ცოტა ხნის წინ, რეპერმა Masteri-მა ახალი კომპოზიცია სახელწოდებით „ჩემი დროშაა ჯერ“ გაუზიარა საზოგადოებას.
გარკვეული ნაწილისგან ვიდეო კლიპმა კრიტიკა დაიმსახურა, რასაც „მასტერი“ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით პასუხობს:
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ ადამიანს, ვინც თქვენი თანადგომა, მხარდაჭერა გამოხატეთ ბოლო დღეებში ჩემს მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო ერთი ლაიქი, ერთი კომენტარი თუ ერთი წერილი... არიან ისეთი ადამიანებიც ვინც ჩემს გამო კამათობენ, მიცავენ და სიტყვას შემაწევენ, ისე რომ არც მოაქვთ ჩემამდე ეს ამბები, მაგრამ ვიცი რომ ხდება ესეც - დიდი მადლობა ყველას!!!
ასევე დიდი მადლობა ადამიანებს, ვინც ქუჩაში მხვდებიან და თბილი მოსალმებით კიდევ ერთხელ მახსენებენ რომ მარტო არ ვართ.
P.S. ასევე მადლობა მათ, ვინც ჩემს აზრს არ იზიარებს, მაგრამ ამ ოპონირებას ადამიანური ფორმით გამოხატავს და ზღვარს არ სცდება.
სიყვარულზე ძლიერი იარაღი არ არსებობს და ვერანაირი დამცირება და სიძულვილი მას ვერ დაამარცხებს!
ქრისტე აღსდგა!!! დაე აღსდგეს ქრისტე და ხელახლა მოგვცეს ძალა, რომ უფრო მეტი სიყვარულით ვიაროთ დიდ გზაზე, რასაც ჭეშმარიტი გზა ჰქვია!“, - წერს მასტერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ აცხობენ აღდგომას პასკას და არის თუ რა ის ნახსენები ბიბლიაში?
⭕ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე - გავრცელებული ცნობით, დაშავდა 4 ადამიანი
⭕„უფალმა მოგვცა შანსი კიდევ ერთხელ, რომ შევცვალოთ ყველაფერი ცუდი კარგისკენ“ - ნინი ქარსელაძე