ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ემოციებსა და იმ მავნე თვისებებზე საუბრობს, რომლებიც ჩვენს ბიოენერგოველს აავადებს და დესტრუქციამდე მივყავართ:
„ჩვენს სხეულში ბევრი საიდუმლო კარებია, თითოეული მათგანი სულის სინათლეს ინახავს, მაგრამ იქვეა ჩრდილებიც, რომლებსაც საკუთარი ხელით ვკეტავთ კიდეც.
ძალიან ბევრი დაავადების წარმომქმნელი მიზეზი გაუცნობიერებელი შიში და ზღვარგადასული ემოციაა.
თვისებათა პატერნები განსაზღვრავს ჩვენს არსებობას და აყალიბებს ინდივიდუალურ იდეოლოგიურ სამყაროს, რაშიც ან დგები საბოლოოდ პიროვნებად ან მიდიხარ სრული დესტრუქციით. თვისებებს ჩვენში ერთგვარი ვიბრაცია აქვს, რომელიც ბიოენერგოველს აჯანსაღებს ან აავადებს.
როცა სიხარბე გვჭამს, ვკარგავთ საყრდენ ზონას, მიწის სახით. უკონტროლო ვნება კი ყველაზე ძვირფას ენერგიას გვაცლის და ღალატით კავშირებს ვანგრევთ.
ნაყროვანება ნებისყოფას თრგუნავს, მრისხანება კი საყვარელ ადამიანებს გვაშორებს. სიზარმაცისა და აპათიის დროს იკარგება ხმა, რომლითაც გარშემო საზოგადოება უნდა დააინტერესო.
შური - სულიერებას რადიკალურად აცილებს ადამიანს და პირად წარმატებას ანადგურებს, ახლოსაც არ უშვებს მას ჩვენთან.
და ბოლო ყველაზე გამანადგურებელი თვისება ამპარტავნებაა, რომელიც მთლიანად მოგწყვეტთ კოსმოსური რეალობიდან“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მადლობა ღმერთს შენთვის!...“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს
⭕ შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე