უკრაინაში წასული ქართველი მებრძოლის შვილი თამთა შიოშვილი მამაზე სოციალურ ქსელში წერს. ამბობს, რომ მისით ძალიან ამაყობს. მისი თქმით, მამამისი სხეულით ჯერ კიდევ აფხაზეთის დროინდელ ტყვიებს ატარებს.
„როდესაც ჩვენი თანამემამულეების მცირე, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი იძახდა:
- აბა ომი გინდათო?
მამაჩემმა უბრალოდ ჩაიცვა ფორმა და წავიდა.
წავიდა ისე რომ მხოლოდ წასვლის დღეს გავიგეთ მისი გადაწყვეტილების შესახებ, სხეულით ჯერ კიდევ აფხაზეთის დროინდელ ტყვიებს ატარებს და უკრაინაში ცხელი ჭურვების წვიმაში წავიდა.
ასეთი კაცის შვილი ვარ და დღეს ამაყი ვარ, როგორც არასდროს!
ვერანაირი პოლიტიკა და ვერანაირი ტყვია ვერ წამართმევს იმ თავისუფლებას, რომელიც ბავშვობიდან შთამაგონეს და რომელიც მუდმივად ჩემშია!“, - წერს თამთა შიოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება