
პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა:
„რა არის კედლის აქეთ, თვალმა უნდა დაინახოს.
რა არის კედლის იქით, გონებამ უნდა დაინახოს.
რა არის ფიქრის იქით, გულმა უნდა დაინახოს.
რა არის წუთისოფლის იქით, სულმა უნდა დაინახოს.
პირველით ბრმა ფიზიკურად ნაკლოვანია.
მეორით ბრმა სულელია.
მესამით ბრმა ბოროტია.
მეოთხით ბრმა მკვდარია.
დაე, ღმერთმა აგაცილოს პირველი, დანარჩენი სამით კი შენ თვითონ არ დასაჯო საკუთარი თავი.
სხვაგვარად სიცოცხლის სანთელს ცეცხლი ექნება და ნათელი - არა“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
🎥 „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“ - ანი ჯავახის შვილის პასუხი შეკითხვაზე