Digest Logo

„თუ მაინც არჩევინებთ Chatgpt-ს თქვენს რუკებს, ჩემთან რაღა გინდათ მაშინ?...“ - ხათუნა ნოელი მიმართვას ავრცელებს

1751892928
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს:

„Chatgpt-მ დამირეკტიფიცირა რუკაო, აგერ მომწერა ერთმა. აბა ჩემგან რაღა გინდათ, ანალიზიც იმას სთხოვეთ მეთქი - და ანალიზიც გამიკეთაო. მაგრამ თქვენთანაც მინდა რუკის გარჩევაო.  

ალბათ, მოვა დრო და ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ პროფესიას ჩაანაცვლებს, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ ბევრი რამ ეშლება და მთლად ბრმადაც ნუ ენდობით.

მაგალითად, რომც დაუწერო სად რა გყავს, შესაძლოა მეორე აბზაცში გითხრას, რომ შენი მზე თხის რქაშია, რადგან უთხარი, რომ სატურნთან გყავს შეერთებული, აურიოს. თუ შეამჩნიე შეცდომა, ბოდიშს მოგიხდის ზრდილობიანად  
ასევე ურევს ტრანზიტებს არ „ახსოვს“.

რომ იუპიტერი ლომში კი არა კირჩხიბში გადავიდა, ან რომ 1989-ში ლილიტი სასწორში იყო და არა მერწყულში. თუ მიხვდი, აქაც ბოდიშს მოგიხდის და შეგაქებს ყურადღებისთვის.

ძალიან საყვარელია, მოკლედ. მაგრამ ჯერ ადრე სერიოზულ საქმეებში მასზე ბოლომდე დაყრდნობა. და თუ მაინც არჩევინებთ თქვენს რუკებს, ჩემთან რაღა გინდათ მაშინ?“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“ - ანი ჯავახის შვილის პასუხი შეკითხვაზე

🎥 „მტკივა ის სიცარიელე, რომელიც შენმა წასვლამ დატოვა... ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიარეთ ცხოვრების რთულ და ლამაზ გზებზე“ - რას წერს გონიოში ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„აქ ტოლები ვართ“ - ნანიკო ხაზარაძე ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს