Digest Logo

„სკოლის ბოლო ზარზე ბებოს ნაჩუქარი 100$-იანით დაწყებული ფულის შეგროვებით, 8 წლის თავზე მიწის შეძენა შევძელი“ - რას წერს საბა საპანაძე

1784923155
საბა საპანაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის ადმინისტრატორი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ემოციურად წერს და ამბობს რომ მიწის ნაკვეთი შეიძინა:

„სკოლის ბოლო ზარზე ბებოს ნაჩუქარი 100$-იანით დაწყებული ფულის შეგროვებით, 8 წლის თავზე მიწის შეძენა შევძელი.

ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა სახლი მქონდეს და ამისთვის პირველი ნაბიჯი გადავდგი. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს სხეულში ყველა ის ემოცია ერთდროულად ტრიალებს, რაც ამ ოცნებაზე ფიქრისას ყველა მომენტში დამმუფლებია.

პატარა საბასაც ბევრჯერ უოცნებია ამ დღეზე და კიდევ უფრო მთავარზე, აქ სახლის აშენებაზე ოცნებობს და იმედია, ამასაც მალე შევძლებ.

ბავშვობაში, ჩემი დაიკოს, ელენეს დაწერილი სიმღერა “მე, დედამ და საბამ ავაშენეთ სახლი” იმედია მალე რეალობად იქცევა“, - წერს საბა საპანაძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Saba Sapanadze (@sapanadze_saba)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ადამიანები უფრო მძაფრად აღიქვამდნენ მოვლენებს“ - ქეთევან ჯანდიერის ასტროპროგნოზი

⭕ „ცხოვრება შენს დასასჯელად არ მოსულა, ის უბრალოდ გაცლის ყველაფერს რაც აღარ გჭირდება...“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი

⭕ რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას და როგორ ამოვიცნოთ ის